11 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
"ჩვენ "ქართულ ოცნებას" ჩამოვუშალეთ ის სქემა, რომელსაც 12 წლის განმავლობაში იყენებდნენ არჩევნებში ქართველი ხალხის წინააღმდეგ" - ანა ნაცვლიშვილი

"ქართული ოცნება" ოპონენტებს "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას" და აგენტურას უწოდებს. მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის განსხვავება მხოლოდ საარჩევნო ნომერია და მათზე არჩევანის გაკეთებით მოქალაქეები არეულობას შეუწყობენ ხელს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრალდებებს, რომელმაც ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შესახებ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას "მოღალატეობრივი" უწოდა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, კახაბერ ქემოკლიძე გამოეხმაურა.

"ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება იყო ყველაზე წარმატებული ოპერაცია, რომელიც შეუსრულებია შსს-ს და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს. არაფერი დაკარგული ტერიტორია არ არის - რეალურად, იკარგებოდა, ფაქტობრივად, გადაღობილი და მარკირებული ჰქონდათ 190 ჰექტარი. 190 ჰექტრიდან, ჩათვალეთ, 175 ჰექტარი მოვაქციეთ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაში. თუ საგუშაგო არ ჩაიდგმებოდა, საერთოდ არ იქნებოდა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაში," - აცხადებს ქემოკლიძე.

"ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი მათი პარტიის პირველი ნომრის, მამუკა ხაზარაძის კრიტიკას, ხელისუფლების მხრიდან მესამე ძალის შიშით ხსნის.

"ჩვენ "ქართულ ოცნებას" ჩამოვუშალეთ ის სქემა, რომელსაც ისინი 12 წლის განმავლობაში იყენებდნენ არჩევნებში ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ტოვებდნენ ორად ორი არჩევანის წინაშე - ან "ქართული ოცნება" უნდა აერჩიათ, ან წინა ხელისუფლება. ეს ორპოლუსიანი ველი ჩვენ ჩამოვშალეთ, გავერთიანდით რა "ძლიერ საქართველოში" ის ძალები, რომლებიც რეალურ ალტერნატივას ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს. ეს არ არის წარსულის პარტია - განსხვავებით სხვა პარტიებისგან," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები