08 დეკემბერი 2024,   01:13
ვრცლად
ამ კვირაში ევროპაში ყველა ჩვენს პარტნიორს რუსეთისთვის ომის სამართლიანად დასრულების იძულების სტრატეგიას წარვუდგენთ, “გამარჯვების გეგმა“ გამოქვეყნდება - ზელენსკი

მსხვერპლი მოჰყვა ოკუპანტის სარაკეტო იერიშს ნიკოლაევზე - დაიღუპა ერთი ადამიანი დაიჭრა 16. აფეთქებების გამო ხანძარია რამდენიმე ადგილზე. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გასული ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 198 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. ყველაზე რთული ვითარება პოკროვსკის და კურახოვის მიმართულებებზეა.

გამოცემა “დიფსთეითის“ ცნობით შეტაკებებია ტორეცკის ქუჩებშიც, ოკუპანტი დონეცკის ოლქში მდებარე ამ ქალაქის დაკავებას ცდილობს.

“ჩვენს პარტნიორებთან ყველა შესაბამის ღონისძიებას გავატარებთ, რომ რუსეთის წარუმატებლობა უზრუნველვყოთ. ამის გაკეთება შესაძლებელია. ამ კვირაში ევროპაში ყველა ჩვენს პარტნიორს რუსეთისთვის ომის სამართლიანად დასრულების იძულების სტრატეგიას წარვუდგენთ. რა თქმა უნდა “გამარჯვების გეგმა“ გამოქვეყნდება. მეტიც გამოქვეყნდება წინასწარ პასუხთან ერთად, რომელიც პარტნიორებისგან მივიღეთ. უკრაინაში ყველას გვჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები