22 დეკემბერი 2024,   10:24
ვრცლად
კახა კალაძე - ჩვენ ყველას გვახსოვს წლების წინ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება 

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ, ზუგდიდში, "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა:

კახა კალაძემ, წინა ხელისუფლების დროს, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება:

"ჩვენ ყველას გვახსოვს წლების წინ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება. გვახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს; გვახსოვს, რა ხდებოდა ბიზნესმენების მიმართ, როგორ არეკეტებდნენ, ართმევდნენ ქონებას; გვახსოვს, ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები; გვახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში და ჩვენ, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” გაძლევთ პირობას, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში. მხოლოდ და მხოლოდ წინ, გამარჯვებებით, მშვიდობით ვიცხოვრებთ დემოკრატიულ, განვითარებულ, თავისუფალ საქართველოში.

რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს რეზოლუაცია, სადაც ღიად საუბრობენ იმაზაე, რასაც ადრე კულისებში გვეუბნებოდნენ და ხელების გაგრეხით გვაშანტაჟებდნენ. თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ არ უთქვამთ აღნიშნულ რეზოლუციაში, გაბედეს მხოლოდ სანქციებზე საუბარი. გვახსოვს, მოწოდებები, რასაც აჟღერებდნენ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით. ჩვენ რომ მაშინ შეცდომა დაგვეშვა და გადაგვედგა ნაბიჯი სანქციებზე მიერთებისკენ, ამით ვის დავაზარალებით? ისევ ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს, ეკონომიკას, მშრომელ ადამიანს.

გვახსოვს მეორე ფრონტთან დაკავშირებით როგორ გვეუბნებოდნენ, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს.

დღეს აქ მდგომ თითოეულ ადამიანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნის წინაშე. დღეს არ გვაქვს არჩევანი გარდა ერთისა- დავიცვათ მშვიდობა, დავიცვათ ღირსება, დავიცვათ ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა და მხოლოდ განვითარებით შევქმნათ საქართველოს ევროპული მომავალი.

დღის ამბები