18 ოქტომბერი 2024,   01:50
ვრცლად
17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა - თბილისში საზეიმო მიღება გაიმართა

17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა. თბილისში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც პრემიერ - მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსი და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები დაესწრნენ.

ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც წელს უკვე მეათედ აღინიშნა, ოფიციალური პირები და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდნენ. ვეტერანებს სიტყვით მიმართა პრემიერმინისტრმა. ირაკლი კობახიძემ ძირითადი რეფორმები მიმოიხილა, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაარსების შემდეგ განხორციელდა.

ვეტერანების დამსახურებაზე საუბარს მიეძღვნა თავდაცვის მინისტრის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის გამოსვლები. აქვე წაიკითხეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მილოცვა და მიმართვა.

სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, ბიზნესსა და საწარმოო საქმიანობაში ხელშეწყობის პროექტები - ეს ვეტერანებთან მიმართებით სახელმწიფოს მუშაობის ძირითადი მიმართულებებია. განსაკუთრებული როლი აქვს მათ ჩართვას ისეთ პროგრამებში, სადაც საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას მომავალ სამხედროებს და თავდაცვის საკითხებით დაინტერესებულ მოხალისეებს უზიარებენ.

დღის ამბები