17 ოქტომბერი 2024,   22:38
ვრცლად
“ქარტია პრეზიდენტის გასართობია, სადღეგრძელოებში ყველას ერთმანეთი უყვარს და ეთანხმება, მაგრამ როგორც კი სადღეგრძელო საქმეში გადავა, ამ ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება“ - იაგო ხვიჩია

სადღეგრძელოებში ყველას ერთმანეთი უყვარს და ეთანხმება, მაგრამ როგორც კი სადღეგრძელო საქმეში გადავა, სალომე ზურაბიშვილის ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება, – ამის შესახებ “გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ქარტია პრეზიდენტის გასართობია.

“ქარტია პრეზიდენტის გასართობია, რითაც მან ოპოზიციის რიგებში შეღწევა მოახერხა. ახლა კი წინასაარჩევნოდ მათ აფეთქებას ცდილობს. მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია და ახლა ზოგად სადღეგრძელოებს ვისმენთ. სადღეგრძელოებში ყველას ერთმანეთი უყვარს და ეთანხმება, მაგრამ როგორც კი სადღეგრძელო საქმეში გადავა და ეს არჩევნებამდე მოხდება, ამ ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები