24 დეკემბერი 2024,   22:27
ვრცლად
“დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა “გამარჯვების გეგმაზე“ ბრიუსელში პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას გამარჯვებისთვის დაუყოვნებლივ სჭირდება ნატოში მიწვევა, დასავლელი ლიდერების დაპირებები კი საკმარისი არ არის, საჭიროა გარანტიები.

საკითხზე ზელენსკი უკვე ესაუბრა დასავლელ ლიდერებს, მათ შორის ტრამპს, რომელსაც პირად საუბარში მან 29 წლის წინ ბუდაპეშტის მემორანდუმი გაახსენა, როცა უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, ბირთვული იარაღი დათმო, ამ მემორანდუმმა კი ქვეყანა ომისგან ვერ დაიცვა.

ზელენსკის თქმით, მან ტრამპს ისიც უთხრა, რომ უკრაინა ან გახდება ნატოს წევრი ან ქვეყანას ბირთვული იარაღი ექნება. მისვე თქმით, ტრამპი მის არგუმენტებს დაეთანხმა.

“დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი - უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა - უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატო-ს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით,“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები