17 ოქტომბერი 2024,   23:24
ვრცლად
ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი შეხვედრა ბრიუსელში - შარლ მიშელი ევროპული ქვეყნების პირველ პირებს, ევროპარლამენტის და ევროკომისიის ხელმძღვანელებს, უკრაინის პრეზიდენტს მასპინძლობს

ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი შეხვედრა ბრიუსელში - შარლ მიშელი ევროპული ქვეყნების პირველ პირებს, ევროპარლამენტის და ევროკომისიის ხელმძღვანელებს, უკრაინის პრეზიდენტს მასპინძლობს. ევროპული საბჭოს სხდომაზე საემიგრაციო კრიზისზე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებზე მსჯელობენ. ამ კონტექსტში ყურადღების ცენტრში საქართველოს საკითხიც მოხვდა. შეხვედრის დაწყებამდე ლიდერებმა აქცენტი ქვეყნის ევროინტეგრაციასა და 9 დღეში ჩასატარებელ არჩევნებზე გააკეთეს.

ბრიუსელში გაკეთებული ეს განცხადებები თბილისში არჩევნებში ჩარევის მორიგ მცდელობად შეფასდა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქის არჩევანის უფლებაზე გავლენის მოხდენა ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება პირველ რიგში კი პარტნიორულ ურთიერთობებს.

ხელისუფლების მისამართით პარტნიორების კრიტიკას ოპოზიცია ევროინტეგრაციის მხარდაჭერად აფასებს და მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის სასარგებლოდ ქვეყნის გარედან გაკეთებული განცხადებები არ უკვირთ. “ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მსგავსი რიტორიკა არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტიურდება.

ევროპული საბჭოს სხდომა ბრიუსელში ხვალ გაგრძელდება.

დღის ამბები