18 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
თაღლითური სქემა და მოპარული მილიონები - სასამართლო ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

თაღლითური სქემა და მოპარული მილიონები - სასამართლო ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. ბრალდებულები არიან ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეები. მათ თაღლითური სქემით ამერიკის შეერთებული შტატების ასობით მოქალაქის გაძარცვაში ედებათ ბრალი. ჩხრეკა თბილისის ცენტრში, სამ სხვადასხვა ობიექტზე ჩატარდა. დაყადაღებულია რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება. საქმე გახსნილია ამერიკულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით.

ერთ-ერთი ბრალდებული, ნანა ბერინსკას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს და სხვადასხვა შემზღუდავ პროცედურას შესთავაზებს.

"მე ვიცავ, კონკრეტულად ქალბატონ ნანა ბერინსკას. დუმილის უფლებით სარგებლობს და არ აღიარებს დანაშაულს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიება არ იყოს გამოყენებული, თუმცა ვინაიდან ჩვენი ინტერესი არ არის, რომ რამე დავმალოთ ან მიიმალოს ქალბატონი ნანა, ჩვენ შევთავაზებთ სასამართლოს, რომ, ალტერნატივის სახით, შერჩეულ იქნას აღკვეთის ღონისძიება გირაო და ასევე, ნებისმიერი სახის დამატებით შემზღუდავი ღონისძიება, როგორიც არის პასპორტის ჩაბარება, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა. ასევე, შესაძლებელია ელექტრონული მონიტორინგის განხორციელება," - აცხადებს ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

ამავე თემაზე: თაღლითური ქოლცენტრებით ნაშოვნი მილიონები - ისრაელის მოქალაქეების ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც საქართველოდან ამერიკის მოქალაქეებს ძარცვავდა

დღის ამბები