20 ოქტომბერი 2024,   23:50
ვრცლად
"თუ პრეზიდენტის განცხადება სიმართლეა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევით, თქვენგან გვაინტერესებს პოზიცია" - ირაკლი ზარქუა ჰერჩინსკის მიმართავს

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, თუ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება სიმართლეა და ჰერჩინსკი ქარტიას მხარს უჭერს, ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და რევოლუციურ სცენარში მონაწილეობაა.

ზარქუა ჰერჩინსკის მიმართავს, მოუწოდებს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთოს და მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

"ქარტიაზე ამბობს, რომ თურმე ევროკავშირის ელჩი მხრას უჭერს და გვერდში უდგას. ეს სერიოზული განცხადებაა, ამიტომ, მე პირდაპირ მივმართავ ევროკავშირის ელჩს, თქვენ წარმოადგენთ ორგანიზაციას, რომლის წევრიც არის 27 სახელმწიფო, მათი სახე ხართ, მათი სიტყვა და პოლიტიკის გამტარებელი ხართ. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევით, რევოლუციურ სცენარში მონაწილეობთ. ბატონო ჰერჩინსკი, ეს წითელი ხაზია, ამიტომ, რაც თქვა მადამ მავნებელმა, თქვენგან გვაინტერესებს პოზიცია - ამას იზიარებთ, ეთანხმებით თუ ემიჯნებით ამ განცხადებას, რაც ქალბატონმა სალომემ ბრძანა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები