20 ოქტომბერი 2024,   23:45
ვრცლად
მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი მიმდინარეობს.

მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 2 000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩევლები, გარდა იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ, პასუხობენ რეფერენდუმის შეკითხვას, მხარს უჭერენ თუ არა კონსტიტუციურ ცვლილებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით.

კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ასეთ მხარდაჭერას ვერავინ მიიღებს, მაშინ ორ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

დღის ამბები