20 ოქტომბერი 2024,   23:40
ვრცლად
თელ-ავივში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა

თელ-ავივის ცენტრში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

2023 წლის 7 ოქტომბერს, "ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები ამბობენ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის დროა.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ისრაელის მიერ "ჰამასის" ლიდერის, აიაჰია სინვარის მკვლელობა გადამწყვეტი წერტილი უნდა იყოს მძევლების დაბრუნების პროცესში.

დღის ამბები