20 ოქტომბერი 2024,   23:28
ვრცლად
თბილისში დაგეგმილ მარშს - "საქართველო ირჩევს ევროპას" მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ მარშს - "საქართველო ირჩევს ევროპას" მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან. ავტომობილები სხვადასხვა ქალაქიდან უკვე დაიძრა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მარშში მონაწილეობის მიღების უფლება "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებსაც აქვთ.

"ოპოზიციის აქციაზე მივდივარ. მე ჩემი გზა და ჩემი საქმე მაქვს. რამდენი ლგბტ იქნება ახლა, საბჭოთა კავშირის დროსაც კი იყვნენ ", - ამბობს მოქალაქე მარშში "თბილისი პრაიდის" მონაწილეობის შესახებ.

აქციის სხვა მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეს აღნიშნულ მარშზე წასვლა საღ აზრს ნიშნავს.

"ოპოზიცია კი არ ატარებს ამ აქციას. ევროპა ვისაც უნდა ყველა მიდის ამ აქციაზე. საღი აზრი არის ამ საღამოს შეკრება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღის ამბები