20 ოქტომბერი 2024,   23:41
ვრცლად
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ანაკლიაში გასვლითი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ანაკლიაში გასვლითი სხდომა გაიმართა. ლევან მგალობლიშვილმა სხდომა სპეციალური მიმართვით გახსნა და აფხაზ თანამოქალაქეებს აფხაზურ ენაზე მიმართა.

მთავრობის წევრებმა, განიხილეს აფხაზეთის სკოლამდელ დაწესებულებებსა და საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობა. იმსჯელეს, პოლიკლინიკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებების ეფექტიანად გადაწყვეტის გზებზე.

საუბარი შეეხო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები, დროებით დევნილი, მოსახლეობისთვის განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს.

სხდომის ფორმატში, მთავრობის წევრებმა მიმდინარე წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

დღის ამბები