20 ოქტომბერი 2024,   23:39
ვრცლად
ქარტია იმდენად უვარგისი დოკუმენტია, თუ ევროპელ პოლიტიკოსებს ან თუნდაც ევროკავშირის ელჩს მოსწონთ, ისინი უბრალოდ ცდებიან - ალექსანდრე რაქვიაშვილი

პოლიტიკური განხილვის თემაა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომლის თანახმად, პაველ ჰერჩინსკი მხარს უჭერს მის ქარტიას და დოკუმენტით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას. ევროკავშირის ელჩის ამ დამოკიდებულების გამო, უმრავლესობა, ჰერჩინსკის წინასაარჩევნო პროცესში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს. რაც მათივე თქმით, ნეგატიურად აისახება საარჩევნო პროცესზე.

ოპოზიციის ნაწილი კი პრობლემას ვერც ზურაბიშვილის ქარტიაში და ვერც ჰერჩინსკის პოზიციაში ხედავს. განსხვავებულად აფასებს საკითხს "გირჩი", სადაც ფიქრობენ, რომ პაველ ჰერჩინსკი ზურაბიშვილის დაწერილი დოკუმენტის შეფასებისას ცდება.

პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ქარტია იმდენად უვარგისი დოკუმენტია, თუ ევროპელ პოლიტიკოსებს, ან თუნდაც ევროკავშირის ელჩს ის მოსწონთ, ისინი უბრალოდ ცდებიან.

მისი განმარტებით, ქარტია საქართველოს ამ სიტუაციიდან გამოსაყვანად ვერ ივარგებს და ის ვერც შესრულდება, რადგან საღ აზრს ეწინააღმდეგება.

"რთულია გავიგოთ რას გულისხმობს სალომე ზურაბიშვილი, თუმცა ქარტია იმდენად უვარგისი დოკუმენტია, რომ თუ ევროპელ პოლიტიკოსებს, ან თუნდაც ევროკავშირის ელჩს ის მოსწონთ, ისინი უბრალოდ ცდებიან. ეს დოკუმენტი ვერ იქნება ვერც გამოსავალი ამ ჩვენი სიტუაციიდან და უბრალოდ არც შესრულდება, რადგან ის ეწინააღმდეგება საღ აზრს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები