20 ოქტომბერი 2024,   16:41
ვრცლად
სურთ მოატყუონ მოსახლეობა, თითქოს, ევროპას ამოფარებული მარშია, ჩვეულებრივად "ნაციონალური მოძრაობის" აქციაა - ლევან მაჭავარიანი დღეს დაგეგმილ მარშზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დღეს დაგეგმილი მარში - "საქართველო ირჩევს ევროკავშირს", "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაორგანიზებული აქციაა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ცდილობენ, მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა ნათლად დასტურდება, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ტყუილია.

"რადიკალური ძალები, კოლექტიური "ნაცმოძრაობა", NGO-ები, კოლექტიური გიგაურები, ლომჯარიები აორგანიზებენ. ეს ის ხალხია, რომლებმაც ქართული გამჭვირვალობის წინააღმდეგ დააორგანიზეს აქციები და ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს.

შესაბამისად სურთ, რომ მოატყუონ მოსახლეობა, თითქოს, ევროპას ამოფარებული მარშია, ჩვეულებრივად "ნაციონალური მოძრაობის" აქციაა და მოსახლეობას შევახსენებთ, თუ მოტყუვდებიან და მივლენ აქციაზე, კითხვები მაინც დაუსვან - რომ გვეუბნებოდით გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ უნდა გაგვეღვიძა ჩელიაბინსკში, ამის შემდეგ აიკრძალებოდა ოპოზიციური პარტიები, აიკრძალებოდა ყველა ოპოზიციური მედია საშუალება, არასამთავრობო ორგანიზაციები, არჩევნებამდე არავინ იფუნქციონირებსო, მოვიდა არჩევნები და დადასტურდა, რომ მათ მოსახლეობა ტყუილში შეიყვანეს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები