27 დეკემბერი 2024,   07:02
ვრცლად
მგზავრებსა და გამცილებლებს გამოსამშვიდობებელ ჩახუტებაზე მკაცრად შეზღუდული დრო უწესდებათ - წესებს ახალი ზელანდიის აეროპორტი ამკაცრებს

ახალი ზელანდიის აეროპორტმა, მგზავრებს და გამცილებლებს გამოსამშვიდობებელ ჩახუტებაზე შეზღუდული დრო დაუწესა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აეროპორტი "დანიდინის" მიერ დაწესებული რეგლამენტის თანახმად, მგზავრებსა და გამცილებლებს გამოსამშვიდობებელი ჩახუტებისთვის 3 წუთი ექნებათ, რათა რეგისტრაციის გავლის დრო არ გაიწელოს.

"უფრო ხანგრძლივი და თბილი დამშვიდობებისთვის გამოიყენეთ საპარკინგე სივრცე", - აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები