27 დეკემბერი 2024,   07:49
ვრცლად
"არავის ვურჩევთ, ხელოვნური ინტელექტით და დიფფეიკებით ხალხზე ზემოქმედების მცდელობას" - მამუკა მდინარაძე

ბოლო კვირა დაიწყო არჩევნებამდე და თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის უპრეცედენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან არ არსებობს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ე.წ. საარჩევნო ველზე მუშაობს, ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ მედიააქტივობით და მათი კამპანიის ძირითად შემადგენელს წარმოადგენს კონტენტის შექმნა ტელევიზიების, სოციალური ქსელებისთვის და ქვეყნის გარედან მათ დასახმარებლად გაკეთებული განცხადებების ტირაჟირებით, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, არც ერთი პარტია, გარდა "ქართული ოცნებისა" არ მუშაობს ამომრჩეველთან.

"უპრეცედენტოა განსაკუთრებით ერთი მიმართულებითაც, რომ ფაქტობრივ მოცემულობაზე დაყრდნობით, ვერავინ იღებს ხმას ვერც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ვერც მოსყიდვაზე და ა.შ. ამ მიმართულებით ჩვენ იქით გვაქვს საპრეტენზიო ოპოზიციურ პარტიებთან, რადგან ამ მომენტამდე „ნაცმოძრაობის“ არც ერთ მედიას არც უცდია, აღმოეფხვრა ის უსერიოზულესი დისბალანსი, რაც მათ ჩვენი სატელევიზიო ვიდეორგოლების არგაშვებით შექმნეს. ფაქტია, ისინი დიდი ხანია, შეგუებულები არიან მარცხს და ნაცვლად საარჩევნო შედეგებზე ზრუნვისა, სულ სხვა რამისთვის ემზადებიან. დღეს ჩვენ შევეხებით „ნაცების“ ფეიკკამპანიას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. არც ერთი პარტია, არც მათ შორის ოთხი აგენტურული პარტია საარჩევნო ველზე არ ატარებს კამპანიას, ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტი აქვს ერთადერთ პარტიას, ეს ვართ "ქართული ოცნება". ასევე, არ არსებობს მეორე პარტია, გარდა "ქართული ოცნებისა", რომელსაც ჰყავს დელეგატობის კანდიდატები. ნამდვილად არავის ვურჩევთ, ხელოვნური ინტელექტით და დიფფეიკებით ხალხზე ზემოქმედების მცდელობას", – განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები