22 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ძაღლმა ტყეში დაკარგული ასაკოვანი ქალის სიცოცხლე გადაარჩინა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, მენის შტატში, ძაღლმა ასაკოვანი ქალის სიცოცხლე გადაარჩინა, რომელიც ლაშქრობის დროს ტყეში დაიკარგა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

72 წლის პამელა ხელმშტედერი, 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. მასთან ერთად მისი ძაღლი, შავი ლაბრადორი სახელად "ნენსი" იყო.

მაშველების განმარტებით, ტყეში ღია ცის ქვეშ ძილის დროს, ძაღლი პარტონს გულ-მკერდზე ეწვა და ასე ათბობდა, რამაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა. მაშველების თქმით, დაკარგული ქალის პოვნის დროს, ძაღლი მის დაცვას ცდილობდა და გვერდიდან არ შორდებოდა.

დღის ამბები