22 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
"ბრიქსის" წევრი სახელმწიფოების ლიდერები დღეს, რუსეთის ქალაქ ყაზანში შეიკრიბებიან

"ბრიქსის" წევრი სახელმწიფოების ლიდერები დღეს, რუსეთის ქალაქ ყაზანში შეიკრიბებიან. სამიტი ორ ეტაპად - 22-23 და 27-28 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 32 სახელმწიფო.

რუსეთში ჩავა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ-პინი, ინდოეთის პრემიერი და თურქეთის პრეზიდენტი. წელს თურქეთმა "ბრიქსში" გაწევრიანების განაცხადი გააკეთა. ყაზანში რუსეთის პრეზიდენტს გაეროს გენერალური მდივანი შეხვდება. "ბრიქსი" ხუთი ქვეყნის – ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა.

დღის ამბები