22 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი არ არის მხოლოდ პოლიტიკური ლიდერი, ის არის საზოგადო მოღვაწე და ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არ არის მხოლოდ პოლიტიკური ლიდერი, ის საზოგადო მოღვაწე და საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტია.

მისი განმარტებით, ვინც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს თვალს ადევნებდა ამ საკითხებში დარწმუნდება, რაც 26 ოქტომბერს მტკიცე და ერთსულოვან მხარდაჭერაში გამოიხატება.

"ბიძინა ივანიშვილი არ არის მხოლოდ პოლიტიკური ლიდერი, ის არის საზოგადო მოღვაწე და ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი. დღეს, ბიძინა ივანიშვილი არის გარანტი ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილური განვითარებისა და პროგრესის. ვერავინ, ვერასდროს, მას პირადი ინტერესებით შანტაჟით ვერ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებზე რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს. შესაბამისად, ნებისმიერი ის მოქალაქე, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა თვალი ედევნებინა ამ ინტერვიუსთვის, დარწმუნდება ამ საკითხებში და ეს აისახება 26 ოქტომბერს, მტკიცე და ერთსულოვან მხარდაჭერაში, რომელსაც საქართველოს სასარგებლოდ "ქართული ოცნება" მიიღებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები