22 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული - ნიკა გვარამია პრეზიდენტის ქარტიაზე და ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, როდის დაასახელებს პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას. ამის შესახებ მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

გვარამიას თქმით, მისი კოალიცია, როგორც პრეზიდენტის ქარტიის ხელმომწერი, მზად არის ნებისმიერ თემაზე მხარდაჭერისთვის და მიცემული სიტყვის შესრულებისთვის.

"როგორც ქარტიის ხელმომწერები, ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა, რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი. ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული.

მივყვებით პრეზიდენტის განცხადებებს კვალდაკვალ. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და თამაშობს უკიდურესად მნიშვნელოვან და სასარგებლო როლს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში," - აცხადებს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე 4 დღით ადრე პრეზიდენტთან ოპოზიციის კონსულტაციები განახლდა. სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს შეხვდა. მანამდე, ორბელიანების სასახლეში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია იმყოფებოდა.

დღის ამბები