22 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
"ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც საზოგადოებას 26 ოქტომბერს მყარი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება" - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ყოვლისმომცველი იყო და მან საზოგადოებას მიმდინარე პროცესების საინტერესო ანალიზი შესთავაზა.

კობახიძის განმარტებით, ივანიშვილის ინტერვიუ საზოგადოებას 26 ოქტომბერს მყარი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

"იმდენად ყოვლისმომცველი იყო ეს ინტერვიუ და იმდენ თემას შეეხებოდა, რომ ბევრ თემაზე შეიძლება კომენტარის გაკეთება. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით განუმარტა საზოგადოებას, ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა ამ ინტერვიუს ფარგლებში. ზოგადად, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში 26 ოქტომბერს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები