23 ოქტომბერი 2024,   21:57
ვრცლად
"ძალიან მიხარია, რომ ამდენი ხალხია, მინდა იზეიმოს სიმართლემ და სიკეთემ ამ ქვეყანაში" - მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. მხარდამჭერებმა შეკრება უკვე დაიწყეს. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის, ცნობილი სახეებიც არიან:

"იმიტომ ვარ აქ, რომ ძალიან დიდი ხანია ამ გუნდს ვუჭერ მხარს, ძალიან მიხარია, რომ ამდენი ხალხია და მგონია, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მინდა იზეიმოს სიმართლემ და სიკეთემ ამ ქვეყანაში," - აცხადებს მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე.

"ქართული ოცნების" შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება თბილისში დღეს 19:00 საათზე გაიმართება - მმართველი პარტიის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან ცენტრალურ გამზირზე. შეხვედრის მთავარი ადგილი თავისუფლების მოედანია. იქ "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები რამდენიმე მსვლელობით მივლენ. ერთ-ერთი მსვლელობა ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნიდან იწყება. ადგილზე შეკრებილი არიან როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ასევე სხვადასხვა ასაკის მხარდამჭერები, მათ შორის რეგიონებიდან.

 

დღის ამბები