23 ოქტომბერი 2024,   21:56
ვრცლად
Galt & Taggart-ის ეკონომისტი: სებ-ის მიერ ინტერვენციის განხორციელება მიზანშეწონილია გამომდინარე იქიდან, რომ ლარის რყევებს მეტ-ნაკლებად მინიმუმამდე ამცირებს

"ვფიქრობ, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული ტრანზაქციები მთლიანობაში პოზიტიურია, იქედან გამომდინარე, რომ მეტ-ნაკლებად ლარის რყევებს მინიმუმამდე ამცირებს. ლარის კურსის სტაბილურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც სხვა ბევრ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე პოზიტიურად აისახება, მათ შორის ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე", - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ სებ-ის სავალუტო ინტერვენციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, როცა მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში ძლიერია მაკრო ფუნდამენტალები და ლარის კურსზე შეტევა მხოლოდ გაურკვევლობებიდან მომდინარეობს, რომელიც ჩვენი შეფასებით მოკლევადიანი ხასიათისაა, ამ მოკლევადიან პერიოდში ინტერვენციის განხორცელება არის მიზანშეწონილი.

"ბაზრის მოთამაშეების უარყოფით მოლოდინებს გარკვეულწილად ეს ინტერვენციები ანეიტრალებს, რათა არ წარმოიქმნას ლარის კურსზე მოკლევადიანი დომინოს ეფექტი გაუფასურების მიმართულებით. სწორედ, ამ მიზნით ბაზარზე ჩარევა მიზანშეწონილია და ხარჯი, რომელიც პრევენციისთვის გაიწევა, ამას სტაბილურობა მოაქვს ეკონომიკისთვის|, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

დღის ამბები