23 ოქტომბერი 2024,   21:54
ვრცლად
"აქ იქნება იმის დემონსტრირება, რომ ხალხს უნდა მშვიდობა, განვითარება, პროგრესი, მხოლოდ ამ გზით უნდა ხალხს ევროკავშირიც და ყველა პროგრესული გზაც" - ირაკლი ქადაგიშვილი

"აქ იქნება დემონსტრირება იმის, რომ ხალხს უნდა მშვიდობა, განვითარება, პროგრესი - მხოლოდ ამ გზით უნდა ხალხს ევროკავშირიც და ყველა პროგრესული გზაც", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" პარლამენტის საარჩევნო სიაში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის დელეგატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. 

"ქართული ოცნება" დასკვნით წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს. თბილისის ცენტრში მმართველი პარტიის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან. 

"არ დაგვიტოვებია არც ერთი დასახლებული პუნქტი, სოფელი, არც ერთი სექტორი, სადაც არ შევსულვართ და ვესაუბრეთ ჩვენს ამომრჩეველს. დღეს სწორედ ეს ამომრჩეველი შეიკრიბება აქ. აქ იქნება დემონსტრირება იმის, რომ ხალხს უნდა მშვიდობა, განვითარება, პროგრესი - მხოლოდ ამ გზით უნდა ხალხს ევროკავშირიც და ყველა პროგრესული გზაც. ამიტომ, იქნება სწორედ ეს გზავნილი, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ, განვითარებისკენ გადის მშვიდობაზე, გადის ღირსებაზე, გადის იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობაზე, ვინც ამ მძიმე პერიოდში ამ ქვეყანას მშვიდობაც შეუნარჩუნა და განვითარებაც მოუტანა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

 

 

დღის ამბები