23 ოქტომბერი 2024,   21:53
ვრცლად
"ქართული ოცნება" საქართველოში წარმოადგენს ერთადერთ უალტერნატივო პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა" - დავით მათიკაშვილი

"ქართული ოცნება" საქართველოში წარმოადგენს ერთადერთ უალტერნატივო პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში მთავარი გამოწვევა მშვიდობის შენარჩუნებაა.

"ნომერ პირველი გამოწვევა ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, მას მოჰყვება ეკონომიკური წინსვლა, განვითარება და ქვეყნის გაერთიანება. ეს არის ის ამოცანები, რომელსაც "ქართული ოცნება" უკვე ახორციელებს და განახორციელებს, როდესაც მიიღებს ძალიან დიდი ნდობის მანდატს ჩვენი საზოგადოებისგან და მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

თბილისის ცენტრში მმართველი პარტიის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან. ღონისძიების მთავარი და პოლიტიკური ნაწილი 19:00 საათზე დაიწყება - სცენას დაიკავებენ "ქართული ოცნების" ლიდერები - ისინი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ.

დღის ამბები