23 ოქტომბერი 2024,   21:56
ვრცლად
"დღეს, ქართული საზოგადოება მოისმენს ჩვენგან იმ დაპირებებს, რომლის შესრულებასაც ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში" - ნიკოლოზ სამხარაძე

"დღეს, ქართული საზოგადოება მოისმენს ჩვენგან იმ დაპირებებს, რომლის შესრულებასაც ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში," - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიების მსვლელობისას გააკეთა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამ დაპირებებს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, აუცილებლად შეასრულებს.

"დღეს, ქართული საზოგადოება მოისმენს ჩვენგან იმ დაპირებებს, რომლის შესრულებასაც ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, იქნება ეს ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის მოდერნიზაცია, სოციალური და ჯანდაცვის საკითხების კიდევ უფრო უკეთ მოგვარება, განათლების რეფორმა, რა თქმა უნდა, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში და ევროკავშირის მიმართულებით სვლა. ჩვენ ყველა დაპირება აქამდე შესრულებული გვაქვს და ამ დაპირებებსაც, მომავალი 4 წლის განმავლობაში, შევასრულებთ," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები