23 ოქტომბერი 2024,   21:48
ვრცლად
"მოქალაქეების არჩევანი 26-ში ძალიან მარტივია - მშვიდობა ან ომი, სიყვარული ან სიძულვილი" - მაია ბითაძე

"დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორი ერთიანია ჩვენი ერი იმ სურვილში, რომ ერთად, ღირსეულად, ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით გვინდა ევროკავშირში გაერთიანება," - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს ომსა და მშვიდობას, სიყვარულსა და სიძულვილს შორის.

"დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორი ერთიანია ჩვენი ერი იმ სურვილში, რომ ერთად, ღირსეულად, ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით გვინდა ევროკავშირში გაერთიანება, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ შევინარჩუნებთ ჩვენს ტრადიციებსა და ღირსებას. ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების არჩევანი 26-ში ძალიან მარტივია - მშვიდობა ან ომი, სიყვარული ან სიძულვილი," - აცხადებს მაია ბითაძე.

დღის ამბები