23 ოქტომბერი 2024,   21:56
ვრცლად
"ვისაც უნდა, რომ სამშობლოს გვერდით იყოს, ვისაც უნდა, რომ შეინარჩუნოს ტრადიციები, რწმენა, უნდა იყოს ქართველი ხალხის გვერდით" - ლაშა ბექაური

ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებთან ერთად, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიების მსვლელობას შეუერთდა. თბილისის ცენტრში, მმართველი პარტიის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან. ღონისძიების მთავარი და პოლიტიკური ნაწილი 19:00 საათზე დაიწყება - სცენას დაიკავებენ "ქართული ოცნების" ლიდერები - ისინი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ.

"მე მხარს ვუჭერ ჩემს სამშობლო საქართველოს და ვისაც უნდა, რომ სამშობლოს გვერდით იყოს, ვისაც უნდა, რომ შეინარჩუნოს ტრადიციები, რწმენა, რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის, უნდა იყოს ქართველი ხალხის გვერდით," - აღნიშნა ლაშა ბექაურმა.

დღის ამბები