23 ოქტომბერი 2024,   21:48
ვრცლად
სულ რამდენიმე დღეში, 26-ში, მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს მშვიდობას და "ქართულ ოცნებას" - პაატა სალია

"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მსვლელობას მმართველი გუნდის წევრები შეუერთდნენ - პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" პაატა სალია ამბობს, რომ საქართველო გარდამტეხი არჩევნების წინაშე დგას.

"საქართველო დგას გარდამტეხი არჩევნების წინაშე. სულ რამდენიმე დღეში, 26-ში, მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს მშვიდობას და „ქართულ ოცნებას“.

თქვენ ხედავთ მოსახლეობის განწყობას, ძალიან დიდი რაოდენობაა ადამიანების დღეს და მოხარული ვართ, რომ მთელი საქართველო აქ არის დღეს," - განაცხადა პაატა სალიამ. 

პაატა სალია მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიების მსვლელობაში მონაწილეობს. ღონისძიების მთავარი და პოლიტიკური ნაწილი 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყება. შეკრებილებს "ქართული ოცნების" ლიდერები სიტყვით მიმართავენ.

დღის ამბები