23 ოქტომბერი 2024,   21:57
ვრცლად
"ქართული ოცნება" დღეს კიდევ ერთხელ განაცხადებს, რომ მისი მკაფიო ხედვა და ძალისხმევა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი ეროვნული მიზნების აღსასრულებლად, შეუქცევადია" - თეა ახვლედიანი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე იმყოფება, აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" დღეს კიდევ ერთხელ განაცხადებს, რომ მისი მკაფიო ხედვა და ძალისხმევა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი ეროვნული მიზნების აღსასრულებლად, შეუქცევადია:

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ბოლო 12 წლის განმავლობაში არა მარტო განამტკიცა მშვიდობა და დემოკრატიული პრინციპები, ასევე განაპირობა ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ისტორიული შედეგები. "ქართული ოცნება" დღეს კიდევ ერთხელ განაცხადებს, რომ მისი მკაფიო ხედვა და ძალისხმევა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი ეროვნული მიზნების აღსასრულებლად, შეუქცევადია, რათა მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოვახერხოთ, მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებასა და ხალხის გაერთიანებას. მხოლოდ მშვიდობით უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის ღირსეული მომავალი და კეთილდღეობა," - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი. 

დღის ამბები