23 ოქტომბერი 2024,   21:50
ვრცლად
თურქეთში უმსხვილეს თავდაცვით კომპანიაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა

თურქეთში, ანკარაში, საჰაერო კოსმოსურ კომპანიაზე Turkish Aerospace Industries Inc.-ზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თავდამსხმელები კომპანიის შენობასთან ტაქსით მივიდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა, მისმა თანამზრახველებმა კი სროლა დაიწყეს. ვიდეო კამერებმა თავდამსხმელების დაფიქსირება შეძლეს. ვიდეო კადრებში მათი სახეებიც ჩანს.

TUSAS-ი თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს შემადგენლობაში 1973 წელს შევიდა, რომლის მიზანი "თავდაცვის ინდუსტრიაში უცხოურ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირება იყო“.

თავდასხმასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები