24 ოქტომბერი 2024,   13:29
ვრცლად
"გვაქვს ამბიციური გეგმები განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის მიმართულებით და ჩვენს ახალ კოლეგებთან ერთად წარმატებით განვახორციელებთ" - ირაკლი კობახიძე

"ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის, მიმართულებით, რაც არის ჩვენი 4 წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალ კოლეგებთან ერთად ყველა ამ გეგმას დიდი წარმატებით განვახორციელებთ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ახალ მინისტრებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"მთავრობის სხდომას პირველად ესწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ალექსანდრე წულაძე, ასევე პირველად ესწრება სხდომას კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი, ქალბატონი თინათინ რუხაძე, ასევე მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ბატონ შალვა გოგოლაძეს. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ დეკემბრიდან ცალკე გამოიყოფა  სპორტის სამინისტრო და ბატონი შალვა დეკემბრიდან დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ყველა მიმართულებით, განათლება, მეცნიერება, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი, რაც არის ჩვენი 4 წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. დარწმუნებული ვარ,  რომ ჩვენს ახალ კოლეგებთან ერთად ყველა ამ გეგმას დიდი წარმატებით განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატებები", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები