24 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - ჩვენ საგანგებოდ გამოვყავით დამატებითი ყოველწლიური თანხა ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას

ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამისათვის მთავრობამ საგანგებოდ გამოყო ყოველწლიური დამატებითი თანხა ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას.

"ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამისათვის ჩვენ საგანგებოდ გამოვყავით ყოველწლიური დამატებითი თანხა ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება იმისათვის, რომ კულტურის მიმართულება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები