24 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს.

ინფორმაცია ამის შესახებ, სოცაიალურ ქსელში ვრცელდება:

"თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის 0431 ბრიგადამ გამოძახება მიიღო - ლოზუნგი-უგონო. თბილისის ერთ-ერთ უბანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შუახნის მამაკაცმა გონება დაკარგა. გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას საკმაოდ მძიმე სურათი დახვდა. ხალხმრავალ ადგილას, დიდ დარბაზში იატაკზე მწოლიარე უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი. როგორც ბრიგადის ექიმი თეონა ჯიჯიაშვილი იხსენებს, მამაკაცი არ სუნთქავდა, ხოლო მონიტორზე დაფიქსირდა გულის გაჩერება. ბრიგადის ექიმების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად აღდგა სასიცოცხლო პარამეტრები. მონიტორზე დაფიქსირდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით გადაყვანილ იქნა თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში. ექიმ თეონა ჯიჯიაშვილის ინფორმაციით, მოგვიანებით ექიმებმა მოიკითხეს პაციენტის მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ჩაუტარდა კორონარული სტენტირება და მისი გამოჯანმრთელების პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს.

გვეამაყება: ექიმი - თეონა ჯიჯიაშვილი, უმცროსი ექიმი - გიორგი ჯვებენავა, მძღოლი - ხვიჩა რევაზიშვილი" - წერს გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად".

დღის ამბები