25 ოქტომბერი 2024,   13:25
ვრცლად
ლაგოდეხში, 40 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

ლაგოდეხში, 40 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა. ტერიტორიაზე მოწყობილია საფეხბურთო მოედანი, სკეიტპარკი, ქვიშის მოედანი, საქანელები და სხვადასხვა გასართობი ატრაქციონი, ასევე, ღია ტიპის კაფე, ამფითეატრი და საპარკინგე სივრცე.

ამასთან, გარემო სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.

სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტის ღირებულება 10 000 000 ლარს აღემატება.

დღის ამბები