27 დეკემბერი 2024,   03:37
ვრცლად
ვენეცია იმ დღეების რაოდენობას გააორმაგებს, რომლის დროსაც ტურისტებს ქალაქში შესასვლელად თანხის გადახდა მოუწევთ

ვენეცია, 2025 წელს იმ დღეების რაოდენობას გააორმაგებს, რომლის დროსაც ტურისტებს ქალაქში შესასვლელად თანხის გადახდა მოუწევთ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ტურისტებს, რომლებიც აპრილისა და ივლისის თვის გარკვეულ რიცხვებში ქალაქის მოსანახულებლად წინასწარ დაჯავშნიან ბილეთებს, 5 ევროს გადახდა მოუწევთ. ხოლო იმ ტურისტების გადასახადი, რომლებიც ბილეთებს ქალაქში ვიზიტამდე 4 დღეზე ნაკლებ დროში დაჯავშნიან - 10 ევრო იქნება.

გადასახადი 2025 წლის 18 აპრილიდან 27 ივლისის განმავლობაში, პარასკევიდან კვირის ჩათვლით და სახალხო დღესასწაულებზე 54 დღის განმავლობაში დაწესდება.

აღნიშნული თანხის გადახდა 14 წელზე უფროსი ასაკის ყველა ვიზიტორს მოუწევს და ვალდებული იქნება ჩამოტვირთოს QR კოდი, რათა წარუდგინოს ინსპექტორებს, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით შეამოწმებენ ვიზიტორებს.

აღნიშნული გადასახადი პირველად გასული წლის აპრილში შემოიღეს და სულ 29 დღეს მოიცავდა. გადასახადის გადახდა ტურისტებს ძირითადად შაბათ-კვირას და არდადეგების პერიოდში - ოთხი თვის განმავლობაში უწევდათ.

დღის ამბები