27 დეკემბერი 2024,   03:17
ვრცლად
ცნობილი ამერიკელი ტელევარსკვლავი 34 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა

ამერიკული რეალითი შოუს - Naked and Afraid-ის ვარსკვლავი, სარა დენსერი, 34 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ის ავტოავარიას ემსხვერპლა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

34 წლის ქალი ავარიაში ჰავაიზე, კახალში მოხვდა. პოლიციის ინფორმაციით, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და პარკინგზე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც სარა დენსერმა სხვადასხვა ტიპის ტრავმა მიიღო. მიღებული დაზიანებების შედეგად, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რამაც ავარია გამოიწვია.

დღის ამბები