26 ოქტომბერი 2024,   19:37
ვრცლად
“ვაკვირდებით ახალი საარჩევნო მოწყობილობების მუშაობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ სისტემა გამართულად მუშაობს“ - ჯეკ კობი

საერთაშორისო დამკვირვებლის, ჯეკ კობის განცხადებით, მისი ორგანიზაცია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს რამდენიმე ლოკაციაზე აკვირდება. მისივე თქმით, ისინი აკვირდებიან ახალი საარჩევნო მოწყობილობების მუშაობას.

“საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე გვყავს დამკვირვებლები, მათ შორის, გორსა და თბილისში. ვაკვირდებით ახალი საარჩევნო მოწყობილობების მუშაობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ სისტემა გამართულად მუშაობს,“ - აცხადებს ჯეკ კობი.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები