26 ოქტომბერი 2024,   19:28
ვრცლად
დეკანოზი ანდრია: ვუსურვებ საქართველოს კეთილ მომავალს, მშვიდობას და ვუსურვებ, რომ ღირებულებები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ძალიან მყარად ჩვენს ცნობიერებაში

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ ჯაღმაიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

მისივე თქმით, არჩევნები არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ქვეყნის მომავლისთვის წვლილი შეიტანოს, არჩევანი გააკეთოს და ამ არჩევანის მიხედვით შემდგომ ქვეყანაში მოვლენები განვითარდეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს არჩევნებში ბევრი ხალხი მონაწილეობს. ვუსურვებ საქართველოს კეთილ მომავალს, მშვიდობას და ვუსურვებ, რომ ღირებულებები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ძალიან მყარად ჩვენს ცნობიერებაში და მომავალი თაობის ცნობიერებაში“, - აღნიშნა მამა ანდრიამ.

დღის ამბები