26 ოქტომბერი 2024,   19:20
ვრცლად
“პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს... ვფიქრობ, ეს არჩევანი უნდა იყოს კეთილდღეობისთვის და თანამშრომლობისთვის როგორც საქართველოში, ისე რეგიონში“ - ასაფ ჰაჯიევი

ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის, ასაფ ჰაჯიევის განცხადებით, საქართველოს არჩევნები საინტერესოა არამარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის.

“მე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეას წარმოვადგენ. ჩვენ გუშინ ჩამოვედით საქართველოში, რომ დავაკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას. ვფიქრობ, ეს საინტერესო არჩევნებია არამარტო საქართველოსთვის, არამედ ყველა რეგიონისთვის. მოსახლეობა აქტიურია. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს. ვფიქრობ, ეს არჩევანი უნდა იყოს კეთილდღეობისთვის და თანამშრომლობისთვის საქართველოში, ისევე, როგორც რეგიონში,“ - აცხადებს ასაფ ჰაჯიევი.

დღეს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს, ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები