27 დეკემბერი 2024,   13:40
ვრცლად
ამერიკელმა სპეციალისტებმა საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამართულად მუშაობა დაადასტურეს

ამერიკელმა სპეციალისტებმა საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამართულად მუშაობა დაადასტურეს. ცესკო-ს საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ pro v&v-მ შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები გადასცა.

საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ყველა მითს და დეზინფორმაციას პასუხობს.

ცესკოს ცნობით, სწორედ კომპანია pro v&v ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.

დღის ამბები