27 დეკემბერი 2024,   07:30
ვრცლად
რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მისი მკვლელობის ახალი მცდელობა აღკვეთილია

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მკვლელობის ახალი მცდელობა აღკვეთილია. ინფორმაციას ამის შესახებ NEXTA ავრცელებს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოქტომბრის დასაწყისში, ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დააკავეს საჯარო ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მათ შორის, პრეზიდენტი პიტერ პელეგრინი და თავად რობერტ ფიცო.

პრემიერის თქმით, დაკავებული იყო ადამიანი, რომელსაც ის სძულდა უკრაინის მიმართ მისი პოზიციის გამო.

დღის ამბები