29 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლიეტუვაში არჩევნები წააგო - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკურმა პარტიამ სეიმში უმრავლესობა დაკარგა

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლიეტუვაში არჩევნები წააგო. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკურმა პარტიამ სეიმში უმრავლესობა დაკარგა.

ლიეტუვის მოქალაქეების ნდობის დაკარგვის მიზეზი, "ევრონიუსის" ცნობით, ლანდსბერგისის მიერ პრემიერობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები გახდა. მათ შორის "კოვიდ 19" ის დროს, მთავრობამ სიტუაცია ვერ მართა და ლიეტუვა ბელორუსის საზღვარზე დევნილების შემოდინების საკითხის გადაჭრა ვერ შეძლო. გაღრმავდა სოციალური უთანასწორობა, იმატა ინფლაციამ. ლანდსბერგისი ამბობს, რომ ლიეტუველი ამომრჩევლის გადაწყვეტილება მისთვის მკაფიო სიგნალია.

ლანლანდსბერგისის პოლიტიკური პარტია "ქრისტიან დემოკრატები" სეიმში უმცირესობაში გადადის მთავრობის ფორმირებაზე მუშაობას კი "სოციალ-დემოკრატები" გააგრძელებენ. მათ საკანონმდებლო ორგანოში 141 მანდატიდან 52 აქვთ. პარტიის ლიდერი 64 წლის ვილია ბლინკიავიჩუტე ამბობს, რომ მოსახლეობა ხელისუფლების ცვლილებას ითხოვს.

ახალი მთავრობის ფორმირებისთვის "სოციალ დემოკრატებს" ოპოზიციასთან გაერთიანება მოუწევთ. ლიეტუველები საკუთარი მოლოდინების შესახებ საარჩევნო უბნებთან საუბრობენ.

ლიეტუვაში საარჩევნოდ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, უკრაინის მხარდაჭერა, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა და საგარეო პოლიტიკის არსებული ხედვის გამყარებაა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები