29 ოქტომბერი 2024,   01:15
ვრცლად
ცნობილი პანამელი ბოდიბილდერი ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა - Instagram-ზე მისი გამომწერები ოჯახის წევრებმა პანაშვიდზე მიიწვიეს

ცნობილი პანამელი ბოდიბილდერი ქალი, ჯოანა პერესი 35 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ქალის გარდაცვალების ფაქტი მისმა ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში დაადასტურეს.

ჯოანა პერესი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური და საკმაოდ ცნობილი იყო. ბოდიბილდერს მხოლოდ "ინსტაგრამზე" 46 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ოჯახის წევრებმა მისი გამომწერები პანაშვიდზე მიიწვიეს.

ოჯახის წევრებს ქალის უეცარი გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებიათ.

დღის ამბები