29 ოქტომბერი 2024,   01:23
ვრცლად
ავსტრალიის მთებში გაუჩინარებული ფოტოგრაფი ცოცხალი იპოვეს - მას გველმა უკბინა

ქალი, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიის მთებში გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს. პოლიციის განცხადებით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი, რადგან მას გველმა უკბინა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, ქალის მდგომარეობა სტაბილურია. ამჟამად, ის მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ საავადმყოფოში იმყოფება.

მედიის ინფორმაციით, ქალი პროფესიით ფოტოგრაფია, რომელიც Kosciuszko National Park-ს ხშირად სტუმრობდა, რათა გარეული ცხენებისთვის ფოტოები გადაეღო.

დღის ამბები