29 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ევროკავშირში ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის შემცირება და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - ხელისუფლების კონკრეტული მიზნები მომდევნო 4 წელში

ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის შემცირება და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - სამომავლო გეგმებზე პრემიერ-მინისტრმა, არჩევნების შემდეგ გამართულ მთავრობის პირველ სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი ხალხის მხრიდან გამოცხადებული უპრეცედენტო ნდობის შემდეგ, ხელისუფლებას მომდევნო 4 წელში კონკრეტული მიზნები აქვს.

მთავრობის დეტალურ სამოქმედო გეგმაზე გააკეთა აქცენტი ვიცე-პრემიერმაც. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტს პრიორიტეტები, უწყებების საქმიანობის მიმართულებით უკვე გაწერილი აქვს."

სამთავრობო გეგმასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ "ქართული ოცნების" ოპონენტებს. პრემიერის მიერ ჩამოთვლილი პრიორიტეტებიდან, ოპოზიციამ აქცენტი, მხოლოდ ევროინტეგრაციის მიმართულებაზე გააკეთა.

ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი - ხელისუფლების მხრიდან გატარებულ რეფორმებზე საუბრობენ "ქართულ ოცნებაში". ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ პროგრესზე აკეთებს აქცენტს, პარლამენტის თავმჯდომარე.

მთავრობა 4 წლიანი, განახლებული სამთავრობო პროგრამით პარლამენტის წინაშე დაახლოებით ერთ თვეში წარდგება.

დღის ამბები