29 ოქტომბერი 2024,   02:06
ვრცლად
29 ოქტომბერს, აუცილებელი სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეწყდება - ვის შეეხება შეზღუდვა

GWP-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 29 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე ახალ ქსელზე  აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 29 ოქტომბერს 10:00 საათიდან 30 ოქტომბრის  06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: 

ვარკეთილის 3 , I, II, III, IV მ/რ-ებს, იოთამ ზედგენიძის, ნაზი შამანაურის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, სუხიშვილის, ჯავახეთის N76,N76ა,N89,N91, N93 და ი. კახნიაშვილის, N2-12 (ლუწების) ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

დღის ამბები