27 დეკემბერი 2024,   03:26
ვრცლად
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოშია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პირველი პირის დახვედრის ცერემონია, მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ გაიმართება. უნგრელ კოლეგას ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოში სამთავრობო დელეგაციაც ჩამოდის.

ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მმართველ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

დღის ამბები