ოპოზიციაში "ქართული ოცნების" ბრალდებებს უპასუხეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ "ფარსი" უწოდა.
"ფარსია ეს ყველაფერი, რადგან ტოტალური კონტროლი ჰქონდა დაწესებული "ქართულ ოცნებას", არათუ ადამიანი სად იყო, სად ეძინა, ისიც კი იცოდნენ," - აცხადებს მანჯგალაძე.
"აბსურდული" უწოდა ბრალდებებს კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა იაგო ნარმანიამაც.
"აბსურდულია ეს ბრალდებები ოპოზიციის მიმართ. ოპოზიციას აბრალებს არჩევნების გაყალბებას, ეს არის თავიდან ბოლომდე ტყუილი," - აცხადებს ნარმანია.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას მათი მომხრეების მიმართ არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ამის შესახებ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და პროკურატურას საკითხით დაინტერესებისთვის მოუწოდა. პროკურატურაში უკვე შევიდა სარჩელი "ქართული ოცნების" სახელით.